Monday, October 11, 2010

ლაგოდეხი მდებარეობს კახეთის რეგიონში, ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთი კალთის ძირში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2010 წლის ოქტომბერში ლაგოდეხში ჩატარდა ისტ საბაზო კურსის ტრენინგები მასწავლებლებისათვის.

ტრენინგცენტრად გამოცხადდა ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია, ტრენინგზე მოვიწვიეთ სოფლების - თამარიანი, თელა, სვობოდნოე, მაწიმი პედაგოგები სხვადასხვა საგნობრივი კათედრებიდან.

მონაწილეებმა შეისწავლეს ტრენინგ-კურსით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
  • კომპიუტერის მოწყობილობები,  თაგვისა და კლავიატურის მოხმარება;
  • ტექსტური რედაქტორი (ტექსტის შეტანა, ფორმატირება, სასწავლო ტესტის შედგენის მეთოდიკა და ძირითადი საფუძვლები, გრაფიკულ ობიექტებსა და ცხრილებზე მუშაობა)
  • ელექტრონული ცხრილები;
  • ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისთვის;
  • ელექტრონული ფოსტა.
კურსის დამთავრების შემდეგ პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ტრენინგების მიმდინარეობის ფოტოები   იხილეთ აქ... 

   



ეხლა კი მოკლე ინფორმაცია ლაგოდეხზე, მისი ისტორიასა და გეოგრაფიაზე, წარსულსა და დღევანდელობაზე...

ინფორმაცია ინტერნეტის დახმარებითაა მოპოვებული, მარჯვენა პანელზე განტავსებული სურათები კი ჩემს მიერეაა გადაღებული...



ლაგოდეხი — ქალაქი აღმოლსავლეთ საქართველოშილაგოდეხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს. მოსახლეობა 6,9 ათასი (2002 წ.). მდებარეობს ალაზნის ვაკეზეკახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენბა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც). ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ (თბილისთან დაკავშირებულია საჰაერო ხაზითაც). წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 38 კმ. ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლის ტემპერატურა 12,6°C, იანვარში 0,9°C, აგვისტოში 24°C. აბსოლუტური მინიმალური - 23°C, აბსოლუტური მაქსიმალური 38°C. ნალექები 1080 მმ წელიწადში.
ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. პირველად დამოწმებულია VIII ს-ში (ადმინისტრაციული ერთეული ლაკუასტის ხევი), როცა ერისმთავარმა არჩილმა აქ ციხე-სიმაგრე ააგო. XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი.

თანამედროვე ლაგოდეხი უძველეს ისტორიულ ტერიტორიაზე აღმოცენდა, რომელიც ჯერ ალბანთა ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადღეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში, საბოლოოდ კი კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდა.
ლაგოდეხის სახელწოდება პირველად მოიხსენიება ჯუანშერის მატეანეში "ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასალისა", რომელშიც დამოწმებულია ტოპონიმი ლაკუასტი ანუ ლაკვასტი (ლაკვა სულხან-საბას განმარტებით წყლიან ადგილს ნიშნავს). ლაკუასტის სახელით ცნობილია ციხე-სიმაგრე, რომლის ფრაგმენტები დღესაც შემორჩენილია ქალაქ ლაგოდეხში, ყაზბეგის ქუჩაზე. ისტორიული წყაროები ლაკუასტის ციხეს მეფე არჩილის (668-718) სახელს უკავშრებენ. ცნობილია ის ფაქტიც, რომ მე-7 საუკუნეში, ლაგოდეხის ბუნებრივი სილამაზით მოხიბლულმა მეფე არჩილმა ააგო საზაფხულო რეზიდენცია "მაჭის ციხე(თოღა), რომელიც მდებარეობს მდინარე მაწიმისწყლისა და ბნელი ხევის შესართავთან, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
თვით ტოპონიმი ლაგოდეხი უფრო გვიან მე-11 საუკუნეში გვხვდება და მოგვიანებით მკვიდრდება კიდეც. 1831 წელს აქ დაარსდა სამხედრო დასახლება ამავე სახელწოდებით, რომელიც 1857 წელს სამოქალაქო დასახლებად გადაკეთდა და იქცა დაბად.
ლაგოდეხში ილია ჭავჭავაძის და მოწინავე ქართველი ინტელიგენციის თაოსნობით ჩამოსახლდნენ ქართველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: რაჭა, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, გურია. ქართველებთან ერთად აქ ცხოვრობენ რუსები, პოლონელები, აზერბაიჯანელები, ოსები და სომხები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უამრავი საინტერსო ისტორიული ძეგლია დაფიქსირეული:
  • ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს და აქ დაბრძანებულია ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი. ტაძრის გახსნას რომანოვების საგვარეულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რადგან ხატი მათი სამეფო გვარის მცველად ითვლებოდა. გასაბჭოების შემდგომ ტაძარი შეურაცხყვეს და მოანგრიეს მისი გუმბათები. ტაძარი ხელახლა 90-იან წლებში აღორძინდა ნეკრესელი მიტროპოლიტის მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) თაოსნობით.
  • მონასტერი დიდთა ძალითა ლაგოდეხი მე-9 _ მე -10 საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც ქალაქ ლაგოდეხის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
  • ციხე-სიმაგრე ლაკუასტი მე-8 საუკუნის ციხე-სიმაგრეა ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე და მისი მშენებლობა წმინდა მოწამე მეფე არჩილის სახელს უკავშირდება.
  • მაჭის ციხე (თოღა) და კარის ეკლესია მე-5 _ მე -12 საუკუნეების ციხე-სიმაგრეა. მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდინარე მაწიმისწყლისა და ბნელი ხევის შესართავთან. იგი თავდაპირველად წარმოადგენდა მაჭის საერისთავოს ცენტრს, ხოლო მოგვიანებით ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენციად იქცა. მე-14 საუკუნის ბოლოს ის თემურ-ლენგმა ააოხრა, ხოლო მე-17 საუკუნის დასაწყისში, შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა ფუნქცია.
  • ღვთისმშობლის ეკლესია-ხოშატიანი მე-11 საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიაა გვიან მიშენებული სამრეკლოთი. სამრეკლოს საძირკველში ლეგენდარული გმირის, ურჩხულებთან მებრძოლი ხოშატის საფლავია.
  • წმინდა სამების ეკლესია სოფელ ფონასთან მე-11 საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიაა.
  • წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესია სოფელ ლელიანში მე-11 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია მოგვიანებით დაშენებული აგურის რვამალიანი სამრეკლოთი.
  • ვარდისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ე.წ "გერმანული კირხა" გერმანელი კოლონისტების მიერაა აშენებული მე-20 საუკუნის დასაწყისში გოთურ სტილში.